გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბუზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ბუზიკა'''</big> ---- პატარა გარმონი (დამახინჯებული რუსული „музык...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
<div class="img-thumbnail color-border-dotted">
 +
{{#evt:service=youtube|id=  https://www.youtube.com/watch?v=_tHiTEojZ84
 +
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small> ბუზიკა</small></center>}} </div>
 +
 
<big>'''ბუზიკა'''</big>
 
<big>'''ბუზიკა'''</big>
 
----
 
----

06:07, 23 მარტი 2025-ის ვერსია

ბუზიკა

ბუზიკა


პატარა გარმონი (დამახინჯებული რუსული „музыка“), რომელსაც ლხინში ქალები უკრავდნენ.

ბუზიკა არის მცირე ზომის გარმონი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ მთიელთა შორის. მას საქართველოს ბარშიც იყენებენ. ბუზიკა უპირატესად ქალების კუთვნილი საკრავია და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად მას ნიშნობის დროს მიართმევენ ხოლმე საპატარძლოს. ეს წესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა.

ბუზიკის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა. იგი სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებსა თუ მეჯლისებზე ჟღერდა, რის გამოც, მისი რეპერტუარი სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებისაგან შედგება. ბუზიკას სოლო საკრავის სახით იყენებდნენ, მაგრამ ზოგჯერ ანსამბლშიც მონაწილეობს. იგი განსაკუთრებით ხშირად იხმარება დაირას, დიპლიპიტოსა და ფანდურთან ერთად.