დიპლიპიტო
დიპლიპიტო
მუსიკალური დასარტყმელი საკრავი, შედგება ერთმანეთზე გადაბმული ორი დიდი და მცირე ზომის ოდნავ წაგრძელებული თიხის ქილისგან. განიერ პირზე ტყავი აქვს გადაკრული. უკრავენ ორი მომსხო ჩხირით ანუ ჩილიკებით.
წყაროები
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009