ყვიჟი: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: ფაილი:yviji.jpg|thumb|right|<center><small>მლოცველი ყვიჟით იელის (ელიას) სალოცავშ...) |
(განსხვავება არ არის)
|
13:15, 19 აპრილი 2024-ის ვერსია
ყვიჟი
სვანეთის სალოცავებში, დღესასწაულის დროს შეწირული ზვარაკის ღვიძლი. ყვიჟი, განსხვავებით აქნილი ზვარაკის სხვა ნაწილებისგან (რომლებიც იხარშება სალოცავის სახატე ქვაბებში ერთიანი პურობისთვის), შეიწვება ცალკე შაფურზე და განსაკუთრებული კერძია დღეობის მონაწილეთათვის და საპატიო სტუმრებისთვის. ყვიჟის ეტიოლოგია საერთო ქართულია და უნდა უკავშირდებოდეს მის ვიზუალურ მხარეს - ,,ყვიჟილი - ლურჯ-ისფერ(ს) საშუალი“ ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული.