ყვიჟი
ყვიჟი
სვანეთის სალოცავებში, დღესასწაულის დროს შეწირული ზვარაკის ღვიძლი. ყვიჟი, განსხვავებით აქნილი ზვარაკის სხვა ნაწილებისგან (რომლებიც იხარშება სალოცავის სახატე ქვაბებში ერთიანი პურობისთვის), შეიწვება ცალკე შამფურზე და განსაკუთრებული კერძია დღეობის მონაწილეთათვის და საპატიო სტუმრებისთვის. ყვიჟის ეტიოლოგია საერთო ქართულია და უნდა უკავშირდებოდეს მის ვიზუალურ მხარეს - ,,ყვიჟილი - ლურჯ-ისფერ(ს) საშუალი“ ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული.
წყარო:
- პაატა ბუხრაშვილის საველე არქივი.