გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ფანდური: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
{{#evt:service=youtube|id=  https://www.youtube.com/watch?v=5WVa6qbGsa4
 
{{#evt:service=youtube|id=  https://www.youtube.com/watch?v=5WVa6qbGsa4
 
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small> ფანდური</small></center>}} </div>
 
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small> ფანდური</small></center>}} </div>
 +
<div class="img-thumbnail color-border-dotted">
 +
{{#evt:service=youtube|id=  https://www.youtube.com/watch?v=M7-tjO7wyys
 +
|alignment=right|dimensions=320|description=<center><small> ფანდური. გიორგი მარჩილაშვილი</small></center>}} </div>
 +
 
  [[ფაილი:IMG_0559.JPG|thumb|right|<center><small>ფანდური. თუშეთი. პ. ბუხრაშვილის ფოტოარქივიდან</small></center>]]
 
  [[ფაილი:IMG_0559.JPG|thumb|right|<center><small>ფანდური. თუშეთი. პ. ბუხრაშვილის ფოტოარქივიდან</small></center>]]
 
<big>'''ფანდური'''</big>
 
<big>'''ფანდური'''</big>

მიმდინარე ცვლილება 03:21, 26 მარტი 2025 მდგომარეობით

ფანდური
ფანდური. გიორგი მარჩილაშვილი
ფანდური. თუშეთი. პ. ბუხრაშვილის ფოტოარქივიდან

ფანდური


ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. ტერმინ ფანდურს ვხვდებით X საუკუნის წერილობით წყაროებში. ფანდურის ტიპის სიმებიანი საკრავი აქვთ სხვა ხალხებსაც (სომხ. „ფანდირნი“, სპარს. „თანბური“, უკრ. „ბანდურა“, არაბ. „ტონბურა“ და სხვა). საქართველოში ფანდურს ზოგჯერ ჩონგურსაც უწოდებენ. ფანდური სამსიმიანია. ვხვდებით ორსიმიან ფანდურსაც (ხევსურეთში). ფანდურის წყობაა მცირე ტერცია I და II სიმებს შორის და დიდი სეკუნდა II და III სიმებს შორის. ფანდურზე მიიღება მეტად თავისებური წყობის კილო (ტერცია და სექსტა ნეიტრალურია). ძირითადად იყენებენ სოლო ან მრავალხმიანი სიმღერის თანხლებისათვის. თუმცა მასზე შეიძლება დამოუკიდებელი ნაწარმოების (უმთავრესად საცეკვაო მელოდიები) შესრულება.


  • ჟორდანია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 218.