გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჩონგური

ფანდური და ჩონგური
ჩონგური მურმან ქათამაძე
ჩონგური

ჩონგური


ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ჩონგური ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა), სხვადასხვა კუთხის ჩონგური არ განსხვავდება გარეგნულად. ჩონგური, როგორც ფანდური შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: კორპუსი, სახელური და დამხმარე ნაწილები. ინსტრუმენტის კორპუსი შედგება მუცლისა და ზედა დეკისაგან, ტარი-თავისა და ყელისაგან, ხოლო დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ხარაკირი, ჯორა და ღილი. ჩონგური გვაგონებს შუაზე, სიგრძეზე, გაჭრილ მსხალს. საერთო სიგრძეა 978-1150 მმ.

ინსტრუმენტის მუცელი (გურიაში ტანი, აჭარაში კოდი) შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული ტკეჩებისგან, რომელიც მზადდება თუთის ხისგან. მუცელი გამობერილია. მუცლის განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5 მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. ტკეჩების სისქეა 2-3 მმ და მათ დასაკავშირებლად გაკეთებულია თხელი და ვიწრო ლენტისებური ფირფიტა, მუცელი დაკრულია 2-3 სისქის ფირფიტაზე.

ზედა დეკა (გურიაში პირი, აჭარაში სახურავი) შედგება სამი ნაწილისგან. ძირითადი, შუა ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან, მასზე მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის ორი ფირფიტა, რომელიც მზადდება თუთის ხისგან. ზედა დეკის ცენტრში გაკეთებულია სახმო ნახვრეტები, რომელთა დიამეტრი 2-3 მმ-ია, ისინი რომბის კონტურებს ქმნიან. კორპუსის სიღრმე 160-170 მმ-ია. ჩონგურს ოთხი სიმი აქვს (გურიაში ძაფები, ალყები, ლარები). მოკლე სიმი მესამედით ნაკლები სიგრძისაა და მდებარეობს პირველსა და მეორე სიმს შორის. დაკვრის დროს მოკლე სიმს არ ეხება მარცხენა ხელის სიმები, აქედან გამომდინარე მისი სიმაღლე არ იცვლება და ერთ გაბმულ ბგერას გამოსცემს. ბგერა პირველი სიმის მიერ გამოცემული უკიდურესი მაღალი ბგერა მოკლე სიმის მიერ გამოცემული ბგერაა.


  • „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბ., 2010