გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ყველი

ყველი

ყველი


რძისგან მიღებული საკვები პროდუქტი. შეიცავს ადვილადმოსანელებელ ცილებს და ცხიმებს; აგრეთვე მინერალურ ნივთიერებებს (კალციუმი, ფოსფორი და ა.შ.). სასაქონლო ნიშნების მიხედვით, ყველი არის მაგარი, რბილი, მარილწყალში დამწიფებული და ლღობილი. რძის აჭრის ხერხის მიხედვით განასხვავებენ დვრიტის ფერმენტით აჭრილსა და რძემჟავით აჭრილ ყველებს. ცნობილია 700-მდე სხვადასხვა სახეობის ყველი. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული. დადგენილია, რომ რძის პროდუქტების და მათ შორის ყველის წარმოებას საქართველოს ტერიტორიაზე ხანრძლივი ტრადიცია გააჩნია და ის სათავეს, ადრესამიწათმოქმედო კულტურების გავრცელების ხანაში, ანუ ჩვ.წ-მდე VI-V ათასწლეულებიდან იღებს.


  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 639.