საშუბლე
საშუბლე
- ცხენის შუბლზე ჩამოსაფარებელი. ამზადებდნენ ხარის ტყავისგან და გაწყობილი იყო სამ მთავარ თასმაზე. უკეთებდნენ ფუნჯებს, ფირუზისფერ მძივებს, ნიჟარებს, ბალთებს. საშუბლე ცხენს იცავდა ბუზებისგან. არცთუ იშვიათად საშუბლე ცხენის სამშვენისს წარმოადგენდა. სინონიმი: საბუზე;
 - სახლის ბოძებზე დადებული ხე, რომელზედაც კოჭის თავები იდება.
 
