სამყოფი
სამყოფი
- ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი, კვადრატული ფორმის დიდი ოთახი. მის დგამ-ავეჯში შედიოდა კერა, ავეჯი, ლოგინი და სხვა საოჯახო ნივთები;
 - კარსუკანაისაგან ლასტის ტიხრით გამოყოფილი ყველაზე დიდი სათავსი (ხევი);
 - სახლის ქვედა სართულის ოთახი, სადაც უფრო ხშირად იმყოფებოდა ოჯახი (ხევსურეთი);
 - საცხოვრებელი სახლის მესამე სართული (ხევსურეთი);
 - ბოსელში ერთ მხარეს ფიცრით ან ლატნებით შემოკავებული ადგილი. გაკეთებული იყო ოთახის მსგავსად, სადაც შეიძლებოდა ცეცხლის დანთება და ადამიანის ცხოვრება. სამყოფში ღამით ოჯახის რომელიმე წევრი იმყოფებოდა და თვალყურს ადევნებდა საქონელს. სინონიმი: შინა.
 
