გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნანდაური

ნანდაური/წაწალი


შეყვარებული, სასურველი, ადამიანი (ფშავი, ხევსურეთი)


,,ვერცხლის თასადამც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი, დაფერილი მქნა წითლადა, შამსვამდი, შაგერგებოდი. ანა მქნა ვერცხლის სათითე, რო ხელზე ჩაგედებოდი; ანა მქნა ოქროს ბურთვაი, კალთაში ჩაგეშლებოდი; ან ვერცხლის ფულად მაქცია, ჯიბეში ჩაგეყრებოდი! ან შენი ნამგლის ყანა მქნა, რო ფხაზე შაგეჭრებოდი; ანა მქნა ვარდი ყოილი, რო პირზე დაგეყრებოდი; ანა მქნა მოის პერანგი, რო გულზე დაგადნებოდი! ან შენი ძმა მქნა მოწილე, აროდის გაგეყრებოდი; ან შენი ნანდაური მქნა, გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი! ძალიან დაწუხებული გზაზედამც შაგეყრებოდი!"

ლექსის ავტორი - ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი.