მეხრე
მეხრე
ხვნის დროს, გუთანში შებმული საქონლის გამძღოლი. ჩვეულებრივ, ოთხი მეხრე იყო საჭირო ორი დღისა და ორი ღამისა; რომელიც ხვნის პროცესში უღლის მარცხენა მხარეს იჯდა, ველისაკენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მეხრუღლიან გუთნეულს ემსახურებოდა დღის 4 (1 წინა, 2 შუა, 1 უკანა ანუ ღირღიტის მეხრე) და ღამის 2 მეხრე, რომლებიც მუშაობის პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ღამის მეხრეს დამატებით გუთნეულის გამწევი ძალის (ხარი, კამეჩი) ღამით ძოვებაც ევალებოდა, რაშიც ერთი ზემდეტი ალო ეძლეოდა.
- ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 653.