ლაჭანი
ლაჭანი
- ხის საწოლი, რომელიც დამზადებულია ფიცრის ან წნელისგან; მას ფეხები და გვერდები ხის ჰქონდა, ხოლო ძირი წნელისგან მოწნული. იგი იხმარებოდა ფშავ-ხევსურეთში. მასში ჩაყრიდნენ ჩალას ან თივას შემდეგ კი ფარდაგს გადააფარებდნენ. ზევიდან იფარებდნენ ტყავის ,,დურებს",რომელიც იკერებოდა კარგად დამუშავებული ცხვრის ტყავისგან. ზოგი ლაჭანი ამოკვეთილი ფიგურებით იყო დაჭრელებული.
- ხის ლოგინი (ხევსურეთი).