გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კოჭაობა

სათამაშო კოჭები

კოჭაობა


სინონიმი: კოჭობანა

ხალხური აზარტული თამაშის სახეობა. თამაშობდნენ ბიჭები ცხოველის ფეხის კოჭებით ან ხისაგან გამოთლილი და თეთრი წინწკლებით შეღებილი სათამაშო კოჭებით. ავითარებდა მიზანში სროლის უნარს.

დამდგარი კოჭზე იტყოდნენ: ალჩუს, დაწოლილზე კი - თაფს, ან თოხანს. იგებდა ალჩუ. თამაშობდნე ხუთი კოჭით. მოთამაშენი მუჭით შეათამაშებდნენ კოჭებს და გააგორებდნენ მიწაზე. ვისაც მეტი ალჩუ დაუჯდებოდა, მოგებულიც ის იყო.


  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.73