დარბაზი
დარბაზი
- ტრადიციული ქართული საცხოვრებელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დედაბოძი და ერდოგვირგვინიანი გადახურვა;
 - საკულტო შენობის ხატის გარკვეული ნაწილი, რომელშიც ხატის ყმების განსაზღვრული კატეგორია დღეობებზე "სადიდებელთაისა" და "პირის ქარის" რიტუალს ასრულებს;
 - ხატის ნაგებობა რომელშიც მხოლოდ ხატის მსახურთ აქვთ შესვლის უფლება (ხევსურეთი);
 - იგივეა, რაც მაჟიბი (სვანეთი);
 - ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, დარბაზი ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დარბაზის წევრებს — "დარბაზის ერნი", დარბაზის სხდომას — "დარბაზობა".
 
