გოდორი
გოდორი
წნული ჭურჭლის სახეობა, მოგრძო. კალათზე დიდი ზომისა. წნავენ წნელისაგან. გამოიყენება როგორც მარცვლეულის შესანახად (ეს სახეობა ნაკელითა და ნაცრით ან თიხით იყო ამოლესილი), ასევე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასატანად. უკეთებენ ყურებს.
წყაროები
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.32