გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბძნა

ბძნა


ცრურწმენით, რაიმე საქმის ან სიტყვის თქმის აკრძალვა, თაკილობა, ვაშინერი, ტაბუ. დედამთილი რძალს ორშაბათობით მაგალითად, მეზობლისას წასვლის ნებას არ მისცემდა; იმავე ორშაბათობით არ გასცემდნენ ფქვილს, ცეცხლს, მარილსა და ა. შ. ამაზე იტყოდნენ - იბრძნისო (ა. ღლ.).


წყაროები

  • ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.