აჲლაქჲ
აჲლაქჲ
(შდრ.: ელეგი 2.) კორსეტი. აფხაზი გოგონები გათხოვებამდე მას ცხრა წლიდან ატარებდნენ მუდმივად. ეს იყო ფართო ქამარი ან ნარმის ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ ჰქონდათ მომდგარი ტანზე. კორსეტს შიგნით ძვლის ან ლითონის თხელი ფირფიტა ჰქონდა ჩატანებული. აჲლაქჲ ძვლის ან ლითონის ღილებით იკვრებოდა. ქორწილის შემდეგ, პირველ ღამეს კორსეტის გახსნის პრივილეგია ქმარს ჰქონდა.
- სალომე ბახია-ოქრუაშვილი. აფხაზურ-ქართული ეთნოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, 2020