გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩაჩა

ფშაური აჩაჩა

აჩაჩა


სამიწათმოქმედო, სახვნელი იარაღი. გამოიყენებოდა მთის ზოლში, სადაც შეუძლებელი იყო მრავალხარბმული მძიმე გუთნის მუშაობა. აჩაჩა ოთხმხრიანი სახვნელი იარაღია. შედგება მხრის, ხელნის, ერქვანის, კბილას, ქუსლის, ხმალას, სახნისის, სოლებისა და საკვეთელისაგან. ებმის წყვილი ხარი. იგი ორი ქვესახისაა: ხევსურული და ფშაური.