გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არონა

არონა


სინონიმი: არუნა

  1. სამიწათმოქმედო სახვნელი იარაღი; ჯილღას მესხური ვარიანტი. ყურებიანი კბილის მეშვეობით იგი აჭრილ ნიადაგს გვერდზე ყრიდა და ამსხვრევდა;
  2. მესხური სახვნელი იარაღი. მასში ყევარი ხარია გაბმული. იგი მიწას თხრის და კიდევაც აბრუნებს. მას ჯილღასავით ხვნა არ შეუძლია, მაგრამ კონსტრუქციულად მისი მსგავსია. არონა||არუნა ყევარი ხარის სახვნელია (სულხან-საბა). შეადგენს: ხის მხარი, ხელნა, კბილა, ქუსლი, რკინის სახნისი, ბოლომოხრილი მხარი გაყრილია ხელნაში. კბილაქუსლს ბოლოში ორი მხარი აქვს. ხმალა კბილაქუსლასა და მხარშია გაყრილი. სახნისი ტოლფერდაა. კონსტრუქციულად იგი კავის სახის სახვნელ იარაღს წარმოადგენს, რომელსაც კავთან შედარებით ზედმეტად აქვს ხმალა და ყურები. ეს გარემოება მას დანიშნულების ახალ ფუნქციას მატებს.

წყარო