ფარჩა
ფარჩა
ფარჩა (სპარს.- ფარჩე - ქსოვილი) რთულსახიანი მხატვრულ-დეკორატიული ქსოვილი, რომელსაც აქვს აბრეშუმის ქსელი, ხოლო მისაქციელი (შედარებით იშვიათი ქსელი) შედგება ოქროთი, ვერცხლით ან სხვა მსგავსი მასალით არმირებული ძაფისგან. მაგ.: ფარჩის კაბა. ფარჩის მოსასხამი. ფარჩის ოქროსა და ვერცხლის ძაფებს მხოლოდ ძველ დროში გამოიმუშავებდნენ წმინდა ძვირფასი ლითონებისგან. შემდგომში ძვირფასი ლითონების მცირე შემცველობის შენადნობებმა შეცვალეს ოქრო და ვერცხლი. ფარჩა საკმაოდ მოქნილი და ამავედროს პრიალა ქსოვილია. ფარჩის გამომუშავება დაიწყეს I საუკუნეში ჩინეთში. შემდგომ ამ ხელოვნებას დაეუფლნენ მცირე აზიის ქვეყნებშიც; უფრო მოგვიანებით სამხრეთ ევროპაშიც. ფარჩას იყენებდნენ მაღალი კლსის წარმომადგენელთა, კულტმსახურთა ტანისამოსის შესაკერად; ინტერიერის შეამკობად და ავეჯის დამზადებისას.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 235.