მარხილი
მარხილი
ტრანსპორტის სახეობა თოვლზე, ხოლო მთიან ადგილებში - მიწაზე სასრიალო, უბორბლო საზიდვარი. მისი საშუალებით გადააქვთ ძნა, თივა, შეშა, ნაკელი და სხვ. თვლების ნაცვლად აქვს კავები. მისი შემადგენელი ნაწილებია: ფეხი, ნემსა, ხელნები, განის ფიცარი - საკოჭური, სიგრძის ფიცარი და შუა ჯოხი.
წყაროები
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.84