აბანოს კოლექცია
აბანოს კოლექცია
აბანოს კოლექციის სახელით ცნობილი არის 1961 წელს ქარელის რაიონში, სოფელ აბანოში (შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო) შემთხვევით აღმოჩენლი სამარხიდან მომდინარე ნივთები.
კოლექციაში შედის ბრინჯაოს: მასრაგახსნილი შუბისპირები, ფოთლისებური სატევრის გვიანი ვარიანტი, სატევრის ტარის ნაწილი და კოლხური ტიპის ცული.
ძეგლი ძვ.წ. XIII-XII სს.-ით თარიღდება (იხ. საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური კულტურები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის საკითხი).
მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმში.
აბანოს კოლექცია
| ქვეყანა | საქართველო |
| რეგიონი | შიდა ქართლი |
| ძველი სახელი | |
| თანამედროვე სახელი | აბანო |
| გრძედი | 42.125786° N |
| განედი | 43.726975° E |
| პერიოდი | ძვ.წ. XIII-XII სს. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა |
