ბეთქილი
ბეთქილი
მონადირე სვანურ მითოსში, დალის ციკლის თქმულებათა ცნობილი გმირი. ყველიერის აღების დროს მის სახელზე იმართება ფერხული სამთა ჭიხში - სამთა ფერხული. მღერიან მისი სახელობის - სიმღერას - ბეთქილს. ამ დღესასწაულს სვანეთში უწოდებენ აღბა-ლიღრალს - აღების სიმღერას.
სიმღერა ბეთქილზე
| ბაილ, ბეთგილ საბრალ, ბეთგილ ლეჟრი! | ბაილ, ბეთქილ საბრალო, ბეთქილ საცოდავო! | |
| ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
| ბაილ, მჷლახ-მჷჟალ ინზორალე, | ბაილ, მულახ-მუჟალი იკრიბება, | |
| ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
| ბაილ, ჟავ ხაგენახ ლელტხაშ მურგვალს, | ბაილ, შესდგომიან ლენტეხის ფერხულს, | |
| ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
| ბაილ, აშ ხოსკინა თვეთნამ კვიცრას, | ბაილ, გამომხტარა თეთრი შუნი, | |
| ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
| ბაილ, აშ ხოსკინა ბეთგიშ ნაბრაჴს, | ბაილ, გაურბენია ბეთქის ლაჯებში, | |
| ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | ბაილ ილბა, ილბა ბაილ, | |
| ბაილ, ალი ბეთგიშ მისან ირი! | ბაილ, ეგ ბეთქის წერა იქნება! | |
| ბაილ ილბა, ილბა ბაილ. | ბაილ ილბა ილბა ბაილ. | |
| ამიშ მეჭემ ჲარ ღალ ირი? | ამის გამკიდე ვინ იქნება? | |
| ამიშ მეჭემ ბეთგილ ირი. | ამის გამკიდე ბეთქი იქნება. | |
| ბეთგილ ჯაბრარს იკარზალე, | ბეთქილი ბანდულებს იბანდავს, | |
| ხეჭმინალე ნაზვარს მიჩა; | მისდევს მის ნაკვალევს; | |
| სგვებინ ნაზვარ მჷჭაბ ხერა, | წინ ნავალი გაკვალული ექნება, | |
| ღვეშგმავ ლახსგი ნაზვარს მიჩა, | უკან მოხედე მის ნავალს, | |
| ნაზვარ მიჩა დემეგ თერახ. | მისი ნავალი აღარ ჩანს. | |
| ალი ბეთგიშ მისან ირი. | ეგ ბეთქის წერა იქნება. | |
| სგავ მეჩედლი მეშხამ კოჯთე, | შესულა შავს კლდეში, | |
| დალი ფუსდაშ ლარდათესგა. | დიოფალ დალის სამყოფში. | |
| ხოჩა ლადეღ დალი ფუსდას! | გამარჯობა (კაი დღე) დიოფალ დალს! | |
| მაგვარ ხოჩა ლადეღ ჯერი, | როგორი კაი დღეც გექნება, | |
| ეჯის მია სი ლაჯთონისგ! | იმას მე შენ გასწავლი! | |
| იმღა ხოღლატ პირობს მიშგვა? | რად უღალატე ჩემს პირობას? | |
| მიშგუ ნაჰოდ ჰოშმილდ მ' ადუ? | ჩემი მონაცემი მძივი რა უყავ? | |
| ეჯი ლაყვრა თხურმაშ ამსად. | ის საწოლის სასთუმალში დამრჩა. | |
| მაგვარ ლაყვრა თხურმაშ აჯსად, | როგორი საწოლის სასთუმალში(ც) დაგრჩა, | |
| ეჯგვარ ლიტხალს მი სი ჯეჩო! | ისე (კარგად) მე შენ დაგაბრუნებ! | |
| დალი ფუსდა სგა ლახთოფა, | დიოფალი დალი გამქრალა (დაჰკარგვია), | |
| ბეთგილ კოჯას სგა ხასედა: | ბეთქილი კლდეს შერჩენია: | |
| ლერსგვან შიმიშ ლაბჷრგ ლახსად, | მარჯვენა ხელის მოსაკიდი შერჩა, | |
| ლერთან ჭიშხმიშ ლაგნა ლახსად. | მარცხენა ფეხის დასადგამი შერჩა. | |
| ბეთგილ საბრა, ბეთგილ ლეჟრი! | ბეთქილ საბრალო, ბეთქილ საცოდავო! | |
| მაი ლიტხალ მი მეროლე? | როგორი დაბრუნება მექნება მე? | |
| ლაცლას მიშგვა ხონჷნბავედ: | ჩემს ტოლებს უამბეთ: | |
| ბეთგილს ჩუ ნომა ხიშდჷნედ! | ბეთქილს ნუ დაივიწყებთ! | |
| დედეს მიშგვა ხონჷნბავედ: | დედაჩემს უამბეთ: | |
| მიჩა ნანაყ ქუთ ი ჭიშდვარს | თავის ნაცხობ ხაჭაპურსა და ჭიშდვარს | |
| ლეთ ი ლადეღნ მიფანადეს; | დღე და ღამე მიდებდეს სულის მოსახსენებლად; | |
| ხეხვის მიშგვა ხონჷმბავედ: | ჩემს ცოლს უამბეთ: | |
| მერმე მიშგვან ნორ ანცხონას! | ჩემს თავს სხვა არავინ ირჩიოს! | |
| ბეთგილ კოჯას ქავ შყედენი, | ბეთქილი კლდეზე გადმოვარდება, | |
| ჩუქვან ლაცლა ჟივ იკჷდეხ. | ძირს ტოლები აიღებენ. |
წყარო
