გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაცუკები

12:45, 17 ივნისი 2026-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბაცუკები


თუშური ტრადიციული სარიტუალო პურები, რომლებსაც ძირითადად მიცვალებულთა მოხსენიების, სულთკრეფის ან რელიგიურ-მითოლოგიური დღესასწაულების დროს აცხობდნენ. ბაცუკებს ხშირად ადამიანის ან ცხოველის გამოსახულება ჰქონდა. შვილმკვდარი ოჯახები ამზადებდნენ ე.წ. სულის ბაცუკას. კაცებისა და გოგონებისთვის აცხობდნენ ნალივით მოხრილ პურებს, ხოლო ბიჭებისთვის – "კაცის აღეს". საწესჩვეულებო პურს ადამიანის ფორმას აძლევდნენ, თვალების ადგილას სიმინდის მარცვლებს უსვამდნენ, თავზე ჯოხით კვერცხს ან ვაშლს უმაგრებდნენ, ხოლო ტანზე ტკბილეულსა და ხილს ჰკიდებდნენ. სულთკრეფის (ყველიერის ბოლო კვირის) ბოლოს, ოჯახებიდან შეგროვებულ ბაცუკებს ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. პატარა ბიჭები მათ მშვილდ-ისარს ესროდნენ და ვინც რომელს მოარტყამდა, ის პური და ტკბილეული მისი ხდებოდა. ზოგჯერ ბაცუკა კერიისა და ოჯახის მფარველ მითოლოგიურ არსებასთანაც ასოცირდებოდა (ეწოდებოდა კერაის დედა ან ნაცრის დედა).