გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ჩხუტ-ბრუნელი

22:36, 16 ივნისი 2026-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ჩხუტ-ბრუნელი'''</big> ---- ჩხუტ-ბრუნელი (ფშავში — ჩხუტ-ბარნელა, ხე...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჩხუტ-ბრუნელი


ჩხუტ-ბრუნელი (ფშავში — ჩხუტ-ბარნელა, ხევსურეთში — ჩასარევაი, ყუიკა) არის ტრადიციული ქართული ხის ვერტიკალური სადღვებელი, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გამოიყენებოდა კარაქის (ერბოს) დასამზადებლად. იგი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ჩხუტი, მთლიანი ხისგან გამოთლილი, გულამოღებული ცილინდრული მორი (კონტეინერი), რომელშიც ასხამდნენ მაწონს ან რძეს. ბრუნელი (ბარნელა): გრძელი ხის ჯოხი, რომლის ბოლოზეც მიმაგრებული იყო რამდენიმე რგოლი ან ჯვარედინი ფირფიტა. სადღვებელს სწორედ ამ ჯოხით, ვერტიკალური მოძრაობით (ბრუნვითი მუშაობით) ამუშავებდნენ.