გოდოყურა
14:40, 17 სექტემბერი 2025-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <center><small>გოდოყურა</small></center> <big>'''გოდოყურა'''</big> ---...)
გოდოყურა
გოდორყურები ძირითადად კახეთის ძველ მარნებშია შემორჩენილი. მზადდებოდა მუხის ტკეჩებისაგან და ამზადებდნენ მეკასრეები. გოდორყურა გამოიყენება ქვევრში ჭაჭისა და ღვინის განსაცალკევებლად. ქვევრში მყოფ ჭაჭაში ჩადებენ გოდორყურას, რომელსაც მთელს ტანზე აქვს ნახვრეტები. ამ დროს გოდორყურაში შედის ღვინო, რომელსაც ან ტუმბოს მილით ამოტუმბავენ ან ხაპირით ამოხაპავენ. თავდაპირველი გოდორყურები შინდის წნელებისაგან მზადდებოდა.