სამხუბი
სამხუბი
სინონიმები: სახუბი, ლამხუბი
სამხუბი (ლამხუბი), წარმოადგენდა სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შედგენილ გაერთიანებას, რომლის წევრებიც მოძმეებად, ხოლო თვითონ გაერთიანება - საძმოდ იწოდებოდა. ეს უკანასკნელი ( ,,ძირიშ მეხუბა“), უახლოესი და შორეული მოძმეების სახით ნაწილდებოდა. თანდათანობითი ზრდისა და გამრავლების შედეგად სამხუბები კვლავ ახალ შტოებად ახალ ჯგუფებად ნაწილდებიან. სამხუბების სახელწოდება, უფრო ხშირად, მომდინარეობს წინაპრის, ანუ მამამთავრის სახელიდან; ხოლო უფრო იშვიათ შემთხვევაში სამოსახლო ადგილის სახელწოდებოდან. ცალკეული პირების მიერ სამხუბის გამოცვლა ხდება ერთ შემთხვევაში სისხლის აღების გამო იძულებითი გადასახლებისა, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩასიძების დროს; რის დროსაც გვარის გამოცვლას არ ექცევა ყურადღება, ხოლო მიკუთვნებული სამხუბის სახელწოდება იცვლება.
- რუსუდან ხარაძე, დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში, ტფილისი 1939 წ. გვ. 20-21