დილის საარი
04:21, 4 აპრილი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''დილის საარი'''</big> ---- ქართული ქალაქური ფოლკლორის ნაწილი, ცის...)
დილის საარი
ქართული ქალაქური ფოლკლორის ნაწილი, ცისკრის ჰანგი (სპარს. سحر, „საჰარ“ – დილა, აგრეთვე მომაჯადოებელი, მომხიბვლელი, ჯადოსნური, გრძნეული), რომელსაც მხოლოდ გათენებისას უკრავდნენ და წინადღით დაწყებული დროსტარების დასასრულის მაუწყებელი იყო.
ტრადიციისამებრ, გარიჟრაჟისას, ღამენათევი, სუფრიდან აშლილი მოქეიფენი შინიდან ეზოში ან ქუჩაში აგრძელებდნენ მოლხენას. ამ დროს უკრავდნენ საარსაც. ეს იყო შინ დაწყებული ლხინის თეატრალიზებული დასასრული. დილის საარი, იოსებ გრიშაშვილის თქმით, სრულდებოდა დუდუკზე, ხოლო ძველი თბილისის კულტურის მკვლევარის ალექსი ბარნოვის მიხედვით — ზურნაზე.
- ბერიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.