ბაღდადური
10:49, 22 მარტი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted"> {{#evt:service=youtube|id= https://youtu.be/7oqeCNy6htg |alignment=right|dimensions=320|description=<center><s...)
ბაღდადური
ქართული ქალაქური ცეკვა. აღმოცენდა XIX საუკუნის II ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე — ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო ძველებური ქართული გლეხური ცეკვა ბუქნა, ხტომითი მოძრაობები, პანტომიმის ელემენტები. სრულდება ნელი ტემპით. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა „ძველი თბილისის სურათები“ (ქორეოგრაფი ირაკლი ბაგრატიონი). ბაღდადური გამოიყენა კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძემ ოპერაში „ქეთო და კოტე“. მუსიკალური ზომა 6/8.
წყაროები
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 247