გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ფერხული

09:34, 22 მარტი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted"> {{#evt:service=youtube|id= https://youtu.be/TasaOBrQXZ4 |alignment=right|dimensions=320|description=<center><s...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ვახტანგ მეფის ფერხული

ფერხული


უძველესი ქართული ხალხური (უპირატესად მამაკაცთა) ცეკვა. აღბეჭდილია თრიალეთის გათხრების შედეგად ნაპოვნ ვერცხლის სასმისზე (ძვ. წ. II ათასწლეული). შინაარსის მიხედვით არსებობს პატრიოტული, საბრძოლო (მეომრულ-ლაშქრული) და საყოფახოვრებო ფერხულები. ფორმის მიხედვით — წრიული, წრე წრეში ჩასმული და სართულიანი (ორსართულა ან ზემყრელო). მუსიკალური ზომა 3/4. დღეისათვის საფერხული რეპერტუარით ყველაზე მდიდარია სვანეთი. აქ შემონახულია უძველესი წარმართული ფერხულები. ფერხული გავრცელებულია აგრეთვე რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და მესხეთში. ზოგიერთი ფერხული შედგება ნელი და ჩქარი ნაწილებისაგან. მუსიკალური ზომა 4/4


წყაროები

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 275.