გავარსი
გავარსი
ოქრომჭედლობაში, ლითონნაკეთობის მცირე ზომის ბურთულებით (ცვარა) ორნამენტირებულად შემკობის ერთ-ერთი ხერხი. იგივე დაცვარვა.
სურათი - სასაფეთქლე საკიდების წყვილი - აღმოჩენილია 1908 წელს, ქსნის ხეობაში, დღევანდელი ახალგორის რაიონის სოფელ საძეგურთან. წარმოადგენს დარახტული (იხ.რახტი) ცხენის გამოსახულებას. ეტლში შებმული ცხენის ფიგურის გამოყენება საკიდებად, მის ადგილობრივ წარმოშობაზე მიუთითებს ისიც, რომ სასაფეთქლის ცხენის აღკაზმულობა მინიატურული მოდელია აქვე აღმოჩენილი ცხენების აღკაზმულობისა