გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ფარდაგი

04:49, 15 მარტი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფარდაგი. თუშური ხელობა.

ფარდაგი


ქსოვილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იქსოვებოდა სხვადასხვა ფერის მსხვილად ნაგრეხი, ძირითადად შალის უხაო ძაფით. საქსოვი მასალის ხარისხისა და ქსოვის ტექნიკის მიხედვით განარჩევენ ფარდაგის რამდენიმე სახეობას. დიდ ფარდაგს ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ, პატარ-პატარა საფენ ფარდაგებს კი - ყაისნაღითაც. ყველაზე მარტივი წესით ჯეჯიმი იქსოვებოდა. არსებობს ერთსახიანი და ორსახიანი ფარდაგი. ერთსახიანის ნიმუშია კვირტულა. კვირტულისა და ჯეჯიმის სახეობის ფარდაგზე ორნამენტის სახე არ არის ჭვირით გამოყოფილი. ორნამემტის ჭვირით გამოყოფილი ფარდაგები უფრო რთული ტექნიკით იქსოვება და უმთავრესად ბარის რაიონებისათვის არის ნიშანდობლივი. ფარდაგის ორნამენტში გვხვდება მცენარეული, ზოომორფული და ანთროპომორფული მოტივები. დიდი ადგილი აქვს დათმობილი გეომეტრიულ ჭრელს. ბევრი ფარდაგის სიუჟეტურ მხატვრობას თან ახლავს ხელოსნის ვინაობა და მოქსოვის თარიღი. ქსოვის მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით გამოირჩევა თუშური ფარდაგი. ამ მხრივ ასევე საინტერესო უბანია მთიულეთ-გუდამაყარი, ივრის ხეობა, პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობები, ქვემო ქართლი, ჯავახეთი, აჭარა, ქიზიყი, სამეგრელო და ლეჩხუმი.


წყარო

  • გ. ჯალაბაძე, ფარდაგი, ქსე ტ.10, თბ. 1976, გვ.221-222