გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კვიდოლა

05:52, 26 იანვარი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კვიდოლა


სინონიმი: კვიდოლი

მარცვლეულის გავრცელებული საწყაო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში. კავკასიის კალენდრის ადგილობრივ საწყაოთა შესახებ არსებულ მონაცემებში ლეჩხუმში გავრცელებულ საწყაოთა შორის კიდოლე ან კვიდოლაც არის დასახელებული და იგი 2,5 ფ. არის განსაზღვრული, რაც რაჭულ ლომკაცის კოდის შესატყვის საწყაოდ მოჩანს (XI, 278). სვანეთში მარცვლეულის ძირითად საზომ ერთეულად კვიდოლია მიჩნეული, რომლის წონითი ოდენობის მიხედვით გამოითვლებოდა სხვა საწყაოებიც. კვიდოლის ზომა სხვადასხვა თემში სხვადასხვა იყო. საწყაოს ”ლაზმი კვიდოლი” წარმოადგენდა, რომელიც სოფელში ერთ ოჯახში იყო შენახული. ამ ჯვარდასმული და შემოწმებული კვიდოლით ხდებოდა აღებ-მიცემა და ყიდვა-გაყიდვა. ხ ო შ ა კ ვ ი დ ო ლ ა 3 ფუთის ტევადობისა იყო და მიმოქცევაში არ იხმარებოდა. იგი ეცერის თემში დადეშქელიანებს ჰქონდათ შენასული, რომელსაც გლეხებისგან ნადელის მიღების დროს იყენებდნენ. სვანური მასალით კვიდოლი თემების მიხედვით შემდეგი წონითი ოდენობისაა ლატალი ნაკრა -2 ½ ფ. ცხუმარი მესტია ეცერი 2 ფ. მუჟალი 3 ფ. ლაშხეთი მულახი ჟახუნდერი 2 ფ. ჭუბერი ჩოლური ჩუბახევი ბეჩო 2ფ., კ კგ. უშგული - 3-4 ფ.


  • ნ. აბესაძე, ჯ. რუხაძე, მარცვლეულის საწყაოები, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი (მასალები), მეცნიერება, თბ. 1985, გვ. 143