გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მუცლის სალოცავი

07:24, 8 იანვარი 2025-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''მუცლის სალოცავი'''</big> ფაილი:Rvezeli.jpg|thumb|right|<center><small> საშობაო გურული...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მუცლის სალოცავი

საშობაო გურული ღვეზელი

ნამცხვარი, ღვეზელი, კვერი, აცხობენ საშობაოდ. მასზე ტარდება მუცელბატონების, მუცლის სატკივრის შელოცვა ყმაწვილთათვის. ,,საშობოთ დავკლიდით ორ-სამ ქათამს, გამუაცხობდით მუცლის სალოცავს და ღვიძელს. მუცლის სალოცავის კვერცხს და საღვიძილე კვერცხს სამი-ოთხი დღით ადრე მოვხარჩავდით, გავარჩევდით და ჩავდობდით პაწა კალათაში. ამ კალათას ჩამოვკიდებდით ოჯანჯალაზე, ქვეშ ცეცხლი ენთო და ფუთში გახმებოდა სამ დღეში. რომ გახმებოდა, ჩამევიღებდით. მოვზელდით პურის ქფილს და პაწას წამუაღუებდით. მერე კეცს გადავადგამდით ცეცხლზე.რომ გახურდებოდა კეცი, გადმოვდგამდით. წაგრილდებოდა პაწას და დავაკრავდით მუცლის სალოცავს. მუცლის სალოცავს უნდოდა თელი კვერცხი და ერიცახე ყველი. რეთიც ვიყავით ოჯახში, მუცლის სალოცავს იმდონს გამუაცხობდით. მუცლის სალოცავს რომ გამუაცხობდით, მერე დევიწყებდით ღვიძელის გამოცხობას. მუცლის სალოცავი გვალი იყო. ღვიძელს მოგძოთ გამუაცხობდით. უზამდით პაწა ყველს და დაჭრილ კვერცხს. შობის წინ ღამეს ალილო ჩამეიარდა, სახე ქონდენ ახოული. გვილოცავდენ სიმღერით შობა-კალანდას. გათენდებოდა, მუცლის სალოცავს ბაღნეფს მუცელზე შამუარებდით, თითო ბაღანას სამჯერ და შუულოცავდით: შენი მუცლის სატკივარი აღმა-ქარს დაბლა- წყალსო.“ /გრ. იმნაშვილი, გურული დიალექტი /


წყაროები

  • ქართულ კილო-თქმა ლექსიკონი. შემდგენელი ალ. ღლონტი. განათლება. თბ.1984. გვ. 393