გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ხატში გაყვანა

06:22, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ხატში გაყვანა


ქალ-ვაჟთა, წულთა ხატში გაყვანა-გარევის რიტუალი. მთიელთა წესით რიტუალი სათემო სალოცავში სრულდება, რის შემდეგაც ხატში გაყვანილნი თემის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან. ხევისბერი (დეკანოზი, ხუცესი) საგამყვანიოდ შეწირული საკლავის სისხლს ჯვრის ფორმით სცხებს ვაჟებს შუბლზე; ვაჟის მხარეს საკლავის გარდა ხატში მიაქვს ფულადი თანხა, ზედაშე და ქადა-პური. გოგონებზე საკლავი არ იკვლის და მხოლოდ ქადა-პურის, მცირედი თანხის და საკადრისის (მანდილი) შეწირვითკმაყოფილდებიან. გაბარების შემდეგ გაბარებულნი სალოცავის/ღვთისშვილის ყმები ხდებიან და ანგელოზისგან შეწევნას ელიან.

პ.ბ.


ქალ-ვაჟის ხატში გაყვანა ფშავში. იახსრის და გოგოლაურთის წმ. გიორგის ხატებში. კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვიდეოარქივიდან, 1997/2001 წ.წ.

ვიდეომასალა მოპოვებულია კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციების შედეგად ფშავის იახსრისა (ხევისბერი ალ. შუშანაშვილი) და გოგოლაურთის (ხევისბერი ფილა ბაღიაური) ხატებში.