გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დეკანოზი

06:16, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
დეკანოზი

დეკანოზი


სიტყვა დეკანოზი მომდინარეობს გვიან ლათ. სიტყვიდან decanus, რომელიც ნაწარმოებია სახელიდან decem "ათი", (თავდაპირველად აღნიშნავდა "ათკაციანი ჯგუფის მეთაურს").

  1. საეკლესიო იერარქიაში – უფროსი მღვდელი. ტაძრის წინამძღვარი. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამმართველო – "სადეკანოზო" ებარა.
  2. ქართულ მონასტრებში – მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი. მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში.
  3. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური - ხევისბერი, რომელიც სახატო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.