ხატში გაყვანა
04:53, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ხატში გაყვანა'''</big> ---- ქალ-ვაჟთა, წულთა ხატში გაყვანა-გარევი...)
ხატში გაყვანა
ქალ-ვაჟთა, წულთა ხატში გაყვანა-გარევის რიტუალი. მთიელთა წესით რიტუალი სათემო სალოცავში სრულდება, რის შემდეგაც ხატში გაყვანილნი თემის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან. ხევისბერი (დეკანოზი, ხუცესი) საგამყვანიოდ შეწირული საკლავის სისხლს ჯვრის ფორმით სცხებს ვაჟებს შუბლზე; ვაჟის მხარეს საკლავის გარდა ხატში მიაქვს ფულადი თანხა, ზედაშე და ქადა-პური. გოგონებზე საკლავი არ იკვლის და მხოლოდ ქადა-პურის, მცირედი თანხის და საკადრისის (მანდილი) შეწირვითკმაყოფილდებიან. გაბარების შემდეგ [გაბარება, ხატში გაყვანა] გაბარებულნი სალოცავის/ღვთისშვილის ყმები ხდებიან და ანგელოზისგან შეწევნას ელიან. პ.ბ.