გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სათაურა

13:17, 25 ივლისი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Sataura.jpg

სათაურა


  1. ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები - ნახევარრკალის მოყვანილობის, მაღალი წინდაცერებული და მდიდრულად ნაქარგი. სათაურა რამდენიმე სახის იყო: კავიანი, ყურიანი, საყენ-ყურიანი, საყენიანი და მაღალი. ძირითადად გასათხოვარი ქალები ატარებდნენ. იგი ორნამენტით იყო შემკული და ღილ-მძივებით გაწყობილი. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისგან - ტოლისაგანაა დამზადებული. ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები მოქარგულია;
  2. მოქარგული რგოლი, რომელსაც ქალები თავშალზე ან ჩიქილაზე იხურავდნენ (ხევსურეთი).

წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი, თბ. 2009, გვ.114