ზუბუნი
ზუბუნი
მამაკაცის მოკლე ახალუხი, საზამთრო სახელოებიანი და საზაფხულო უსახელო კაბა. გაწყობილი იყო გრეხილით. საყელო და საგულე მოქარგული ჰქონდა. იკვრებოდა ღილებით ან დედალ-მამალი ხრიკით, იგი ითვლებოდა მამაკაცის ტანსაცმლის - ჩაქურას ერთ-ერთ ელემენტად. ზუბუნს უწოდებდნენ ქალის ახალუხსაც (გურია, ლაზეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი).
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი, თბ. 2009, გვ.51