გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გალივანდი

09:34, 7 ივლისი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გალივანდი

გალივანდი


სინონიმი: გალიბანდი

ყარაჩოხელთა შავი ფერის, მრგვალი, ჩაკეცილი ქუდი, ცხვრის დახუჭუჭებული მატყლისაგან გაკეთებული. მისი ზედა ნაწილი მაუდისა იყო, ხოლო ბეწვი კრაველის. საგალივანდე კრაველი ორი კვირის განმავლობაში გამოყავდათ: ფიცარზე აკრავდნენ, ხეხდნენ, არბილებდნენ დაღანაგით, ბერტყავდნენ და ახუჭუჭებდნენ ფარდახტის დახმარებით. ასეთივე წესით მზადდებოდა კრაველის საყელოები და ქუდები. XIX ს-ში საქართველოს დიდ ქალაქებში გალივანდის ქუდებისა და კრაველის დამზადების სპეციალური სახელოსნოები არსებობდა. ხელოსნები გაერთიანებული იყვნენ ამქარში.


  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.29