გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სვიმნიშობა

11:30, 5 ივლისი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''სვიმნიშობა/სვიმნობა'''</big> <div class="img-thumbnail color-border-dotted"> {{#evt:service=youtube|id= https://yo...)

სვიმნიშობა/სვიმნობა

სვიმნიშობა//სვიმნობა ჯანდარელ სვანებში.

მირქმის, მიგებების დღესასწაულის ხალხური სახელი. მომდინარეობს სვიმეონ წინასწარმეტყველის სახელისაგან. ამ დღეს, ყოველ ოჯახს, ანთებული ლამპარი მიაქვს სასაფლაოზე, სადაც აღევლინება ლოცვა მიცვალებულთა სახელზე. ახალი მიცვალებულის ჭირისუფალი აკურთხებს საგანგებო ტაბლას და იწვევს სტუმრად მთელ სოფელს. ამ დღეს ლამპრობასაც უწოდებენ (სვანეთი). (იხ. ლამპრობა).


წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.125