გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სვინიშობა

10:43, 5 ივლისი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სვიმნიშობა//სვიმნობა


მირქმის, მიგებების დღესასწაულის ხალხური სახელი. მომდინარეობს სვიმეონ წინასწარმეტყველის სახელისაგან. ყოველ ოჯახს ანთებული ლამპარი მიაქვს სასაფლაოზე, სადაც აღევლინება ლოცვა. ახალი მიცვალებულის ჭირისუფალი აკურთხებს ტაბლას და იწვევს მთელ სოფელს. ამ დღეს ლამპრობასაც უწოდებენ (სვანეთი). (იხ. ლამპრობა).


წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი, თბ. 2009, გვ.125