ჩახმახი
ჩახმახი
,,თურქთ(ა) ენაა, ქართულად მოკვესილი ჰქვიან“ (ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული). ფილთა და სანადირო თოფის (და რევოლვერის, დამბაჩის) ცეცხლსასროლი მექანიზმის დამცემი ნაწილი. /,,თოფი კაჩხას უკიდია, ჩახმახი უჟანგდებაო“ (ხალხური)/.
წყარო
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), მეცნიერება. თბ. 1964 — გვ. 474.