გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ძარო

ძაროს, გიდელის, გუთნის და სხვა ნივთების შესახებ საუბრობს მთხრობელი ზალიკო კვინტრაძე. სოფ. გურისტყე. გურია
ძარო

ძარო


  1. თხილის ტკეჩებით მოწნული დიდი ზომის ხელით საზიდი გოდრის ნაირსახეობა. მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხის მასალისაგან. ძირზე (ფიჭვი, ცაცხვი) მიმაგრებული საყრდენი ლაჩვები (წაბლი) შემოწნულია ტკეჩებით (თხილი) და პირი შეკრულია საჭარბავებით (სურო), რომელშიც ჩაწნულია განივი სახელურები (წყავი)
  2. მრგვალი ფორმის მოწნული საქათმე (გურია)