ტაბლა
04:43, 21 აპრილი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ტაბლა'''</big> ---- # დაბალი მაგიდა, ხისგან გაკეთებული ფეხებიანი...)
ტაბლა
- დაბალი მაგიდა, ხისგან გაკეთებული ფეხებიანი სუფრა; ‘’ფიცრის სუფრაა ფეხედი“ (სულხან–საბა);
- საკურთხი, მიცვალებულის სულის მოსახსენებლად გაშლილი სუფრა;
- სარიტუალო პური ყველის ან ლობიოს გულით (რაჭა–ლეჩხუმი);
- სართავი მანქანის – ჯარის საყრდენი (ქიზიყი);
- მეჭურჭლის ჩარხის ნაწილი (ქიზიყი);
- საჩეჩელის ნაწილი.
წყაროები
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.129