ხელეური
ხელეური
ნამგლით მომკილი პური, რაც ერთ ხელში თავსდება. ნამგლის მოსმით მოჭრილი პურეული, რაც ერთ ხელში დაიჭირება . შედის 3-5 მუჭეული. ხელეური სხვადასხვა სახელწოდებით დასტურდება საქართველოს რიგ რეგიონში : ხელეული( ქართლი , კახეთი , მესხეთი, , იმერეთი , რაჭა); ხეეური /მაჭლეული (ფშავი); ჭელეური ( ხევი); ხელი ( გურია , სამეგრელო) ნამუჭი ( რაჭა ლეჩხუმი).
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.173