გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ტაბიკი

07:25, 15 მარტი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ტაბიკი


უღლის ნაწილი - თავმსხვილი, ბოლოსკენ თავწვრილად გათლილი ჯოხი შვინდის ან კოწახურის ხისა, რომელიც წყვილად ჩაყრილია უღლის სატაბიკე ჭრილში, თვალში, გარდიგარდმო; საზიდ-სახველ მოწყობილობაში (ურემი, გუთანი, ფარცხი, კევრი და ა.შ.) საქონლის შესაბმელად. უღელში ჩაყრილი ორი ტაბიკი ხარს დაედგმება კისერზე და შეიკვრება ტყავის თასმით, აპეურით, ხარმა უღელი კისრიდან რომ არ წაიძროს. ტაბიკი საქორწილო რიტუალის დამახასიათებელ ატრიბუტსაც წარმოადგენდა როგორც ცოლ-ქმრის ტოლობისა და მეუღლეობის სიმბოლო. იგი უღელთან ერთად ბრინჯაოს ხანის მასალაშია დაფიქსირებული.


წყაროები

  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეული. (მთ. რედაქტორი ა. ჩიქობავა), თბ.1986, გვ. 417
  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.129