ულო
04:03, 7 აპრილი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ულო'''</big> ---- ძნის შესაკრავი. დასავლეთ საქართველოში მის...)
ულო
ძნის შესაკრავი. დასავლეთ საქართველოში მის სანაცვლოდ დამოწმებულია ტერმინი საკრავი, საჭირობელი. ულო მზადდება როგორც პურის ნამჯის, ასევე ღომის ნედლი ღერებისაგან; პურის დაგრეხილი სარტყლები ძნის შესაკრავად (რაჭა). (სინ. საჭირობელი, საკრავი).
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.132