კორა
კორა
- სახვნელი იარაღის ნაწილი რვილის ყელთან, რომლის შემწეობით იგი დამაგრებულია ფამფალაკზე. იხ.: გუთანი;
 - პატარა ამონაკვეთი თოფის ლულაზე. მისი საშუალებით იღებენ მიზანს სროლის დროს;
 - კარის საკეტი ხის კოჭი. მიმაგრებულია კარის ჩარჩოზე, სვეტზე ან სიგანის ხეზე;
 - საქაჩავის შუაგულში ჩასმული ხის მრგვალი ბოძი, რომელზეც ამაგრებენ წნელებს. წნელები საგორაზეა დამაგრებული. მათი დატრიალება იწვევს ჭაჭის წნეხვას;
 - საქონლის დასაბმელი რკალის მსხვილი ბოლო (ქართლი);
 - ხის პატარა საწყაო. ჩადის დაახლოებით ერთი კილოგრამი (რაჭა).
 
