პინა
პინა
- მარცვლეულის საწყაო ხის ჭურჭელი. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს ტერმინი ბერძნულია და აღნიშნავს თეფშს. იგი მარცვლეულის საწყაოდ ჩანს XVI ს-ის II ნახევრიდან ჯერ იმერეთში, მერე კი - XVII ს-იდან ქართლშიც. იგი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ზომის იყო;
 - სასწორის თეფში;
 - ხის დიდი ჯამი;
 - საფლავის ქვაზე, თავის მხარეს, ამოჭრილი პატარა ღრმული წყლის ჩასადგომად, ფრინველმა რომ დალიოს მადლისათვის (ქართლი).
 
